1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დღეს, ბერლინში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. ქართველი ხელოვანები 3000-მდე სტუმარს საქართველოს უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას და კულტურას გააცნობენ. საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაზე საუბრობს ITB ბერლინის გამოფენის დირექტორი დებორა რუთი.
„ITB ბერლინი ეს არის პლატფორმა მსოფლიოს სამოგზაურო ინდუსტრიაში, რომელიც 57 წელზე მეტია ტარდება. მოხარულები ვართ, რომ საქართველო როგორც მასპინძელი ქვეყანა მონაწილეობს. ეს ძალიან მჭიდრო პარტნიორობაა, ჩვენ 1 წელი ვემზადებოდით და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მაგალითად დღეს, საღამოს გამოფენის გახსნის ცერემონია მოეწყობა, სადაც დიდი სიამოვნებით ველოდებით ქართული კულტურის წარმოჩენას ტურიზმის გლობალურ ინდუსტრიაში”.
დებორა რუთის განცხადებით საქართველოს ტურისტული მიმართულება მსოფლიოში კიდევ უფრო პოპულარული უნდა გახდეს.
„საქართველოს გლობალური ტურიზმისთვის ბევრის შემოთავაზება შეუძლია. საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია, რომლის ხილვაც ყველას სურს. უნდა ეწვიოთ საქართველოს რომ აღმოაჩინოთ თუ რა ტურისტული შესაძლებლობები აქვს ამ მშვენიერ ქვეყანას. გასულ წელს საქართველოში ვიმოგზაურე, მოვინახულე კახეთი. ძალიან შემიყვარდა ღვინის ეს რეგიონი და ადგილობრივი მოსახლეობა. ხალხი ძალიან თბილად იყო ჩემდამი განწყობილი. როგორც პიროვნებას, ტურისტს, მოგზაურს და პროფესიონალს ძალიან მომეწონა ეს თბილი სტუმარმასპინძლობა და შესანიშნავი დახვედრა საქართველოში“,-აცხადებს ITB ბერლინის გამოფენის დირექტორი დებორა რუთი.
ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.