ულამაზესი კადრები საქართველოს რეგიონებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ - „ეს დღე ჩვენია“

ეს დღე ჩვენია

საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს ზეიმობს. შესაბამისი განწყობის შესაქმნელად თბილისსა და 15 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი.

"თავისუფლების სიყვარულით" - წელს ეს არის სლოგანი. პროგრამა უკვე ტრადიციად ქცეული ცერემონიით 11 საათზე დაიწყება - წვევამდელები ფიცს ამჯერად პარალელურად მთელი საქართველოს მასშტაბით დადებენ.

 

ფოთი

გურია

ტყიბული

ქუთაისი

რაც შეეხება სხვა სამხედრო კომპონენტს, მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება ტექნიკა და აღჭურვილობა. გადაიფრენს ავიაცია.

დღის განმავლობაში, ცენტრალურ მოედნებზე სხვადასხვა სივრცე მოეწყობა- მათ შორის ღვინის, კვების, სპორტის და მუსიკალური კუთხეები. ყველგან იქნება პროგრამა ბავშვებისთვის - კულმინაცია 20:00 საათზე დაგეგმილი გალა კონცერტია.