უკრაინელებმა სევეროდონეცკში კონტრშეტევა განახორციელეს, რუსეთმა დაკარგა ოპერატიული იმპულსი - ბრიტანეთის დაზვერვა

iaponelebi ukrainashi

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკში კონტრშეტევები განახორციელეს და რუსული ძალების წინსვლის შეჩერება მოახერხეს. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს კონტრშეტევები აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სევეროდონეცკში, რამაც სარწმუნოა, რომ გააუქმა რუსული ძალების ოპერატიული იმპულსი, რომელიც მანამდე მოიპოვეს საბრძოლო ნაწილებისა და ცეცხლსასროლი ძალების კონცენტრაციით“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ანგარიშში წერია, რომ ჯარი ცუდად აღჭურვილი და გაწვრთნილია და არ გააჩნიათ მძიმე ტექნიკა რეგულარულ რუსულ დანაყოფებთან შედარებით.

„ქალაქის გაწმენდის ოპერაციებისთვის მარიონეტული ქვეითების გამოყენება არის რუსული ტაქტიკა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა სირიაში, სადაც რუსეთმა აამოქმედა სირიის არმიის მე-5 კორპუსი ქალაქების ტერიტორიებზე თავდასხმისთვის. ეს მიდგომა, სავარაუდოდ, მიუთითებს რუსეთის რეგულარული ძალების დანაკარგების შეზღუდვის სურვილზე“, - აღნიშნულია ანგარიშში