ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი ქართველების მხრიდან უკრაინელების დახმარებაზე წერს და ამბობს, რომ უკრაინელების დახმარების მიზნით, საქართველოს მოსახლეობას უკრაინაში ყველაზე მეტი ბინა აქვს ნაქირავები.
როგორც ის ამბობს, გარდა ამისა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი ქართველი იბრძვის უკრაინელი ძმების გვერდით.
„1. საქართველოს, 191 ქვეყანას შორის ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი აქვს გაგზავნილი უკრაინაში.
2. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი ქართველი იბრძვის უკრაინელი ძმების გვერდით.
3. airbnb–ის მეშვეობით ყველაზე მეტი ბინა იქირავეს ქართველებმა უკრაინის ქალაქებში (ცხადია, ფინანსური დახმარების მიზნით, ჩასვლას არავინ აპირებდა)“, – წერს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე.