1784713260
უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება
უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება. ოფიციალურ სტატისტიკას უკრაინული კომპანია Opendatabot-ი ავრცელებს.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში 73 292 ბავშვი დაიბადა, იმავდროულად ქვეყანაში 260 000-მდე გარდაცვალების ფაქტი აღირიცხა.
სტატისტიკურ მონაცემებში ხაზგასმულია, რომ შობადობის მაჩვენებელი, როგორც წესი, ფრონტის ხაზის სიახლოვეს უფრო დაბალია, თუმცა უახლესი ინფორმაციით, შობადობამ 20%-ით იკლო უკრაინის შედარებით უსაფრთხო რეგიონებში, მაგალითად, ვინიცაში, ლვოვსა და ტერნოპოლში.










