უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის შენობასთან 145 ფეხსაცმელი მიიტანეს

აქცია

საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლური აქცია გაიმართა. 

საკანონმდებლო ორგანოსთან 145 წყვილი ფეხსაცმელი მიიტანეს. 

„ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ემოციური იყო ის, რომ დღეს უკვე 145 მოკლული ბავშვია, ეს არის სწორედ იმის სიმბოლო, რომ 145 ფეხსაცმელი დევს, დაწყებული ჩვილებიდან, რომელიც ასევე არის ომის მსხვერპლი, დამთავრებული 18 წლამდე ბავშვების. როდესაც რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა ეს აქცია, მაშინ 115 მოკლული ბავშვი იყო და მანამ, სანამ ჩვენ ფეხსაცმელები შევაგროვეთ, ყოველდღე ვხედავდით, როგორ იცვლებოდა ცნობები გარდაცვლილი ბავშვების შესახებ, როგორ ვამატებდით და ვამატებდით ფეხსაცმელს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თიკო ფეიქრიშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო.