უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

კახა თილიძე

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ქართული ლეგიონის წევრი, კახა თილიძე დაიღუპა.
თილიძე წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდანაა.

რამდენიმე წლის წინ, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, შტატები დატოვა და საბრძოლველად უკრაინაში გაემგზავრა.