ლას-ვეგასში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

გლოვა

ლას-ვეგასში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ალექსანდრე გოგიანი 25 დეკემბერს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა და დღეს დაკრძალეს.

„ლას-ვეგასის ქართული სათვისტომო ემშვიდობება სტუმართმოყვარე, კეთილი გულის თბილისელ ადამიანს, რომელმაც თავისი 41 წელი ღირსეულად და საამაყოდ იცხოვრა და დატოვა შესანიშნავი ოჯახი, მეუღლე მარიამი და ლუკა. ღმერთმა გაანათლოს მისი კეთილი სული - ალექსანდრე გოგიანი“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.