პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ასევე უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
„ქართველი პარტიზანებიდან კიდევ ორი დაგვეღუპა“,- წერს ვანო ნადირაძე.
იქამდე მან გაავრცელა ინფორმაცია ერთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ, რომელიც გაწმენდით სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას.
„ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია, რუბეჟნოიში გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო, მაგრამ...დიდება გმირებს“,- წერდა ვანო ნადირაძე.
შეგახსენებთ, უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ერთ-ერთი ქართველის გადმოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება.