პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში საომარ მოქმედებებს ქართველი მებრძოლი 25 წლის კირილ შანავა ემსხვერპლა, რომლის ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია, კერძოდ სოფელ კოჩარადან.
დევნილობის შემდეგ კირილის ოჯახი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. შანავა წინა ხაზზე იბრძოდა ლუგანსკთან და დაბომბვის დროს დაიღუპა.
კირილ შანავა უკრაინის მოქალაქე იყო, მისი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ამ ქვეყანაში. ის იბრძოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს, უკრაინელებს შორის და არა საერთაშორისო ლეგიონში.
„უფალმა დუმკვიდროს ცათა სასუფეველი კირილის უბოროტო სულს. დიდება გმირებს! საქართველომ და სოფელმა კოჩარამ კიდევ ერთი ვაჟკაცი დაკარგა. ვუსამძიმრებ შოთა შანავას ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩვენი სოფლის გმირ ვაჟკაცს....ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას",- წერენ კოჩარელები სოციალურ ქსელში.
კირილ შანავა მეთოთხმეტე ქართველია, რომელიც თებერვლიდან რუს ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა.
10 ივნისს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან აბაშელი,უკრაინის ომში დაღუპული 41 წლის გიორგი გრიგოლიას ჩამოსვენებას.
რუსეთის მიერ დაწყებულ საომარ მოქმედებებს სამეგრელოდან:ტატო ბიგვავა, ალიკა ცაავა და ბახვა ჩიქობავა ემსხვერპლნენ.
ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ავტორი: თეა შონია