„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
უკრაინაში დაღუპული ქართველ მებრძოლი კახა გოგოლი ფოთში, საკუთარ სახლში, გვიან ღამით ჩამოასვენეს. მის საცხოვრებელ სახლთან გამოფენილია უკრაინისა და საქართველოს დროშები.
კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. იგი 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. 47 წლის სამხედრო უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდან 15 დღეში წავიდა. კახა გოგოლი აფხაზეთის ომშიც იბრძოდა.
„მას ჰქონდა დიდი სამხედრო გამოცდილება. 17 წლიდან აფხაზეთის ომში იბრძოდა. ოჯახს გაეპარა აფხაზეთის ომში, თვითონაც აფხაზეთიდან იყო. ამის შემდეგ იყო პარტიზანი, 2008 წელს აგვისტოს ომის მონაწილე, ახლა კი იბრძოდა უკრაინის ომში, მაგრამ არასდროს არ მოიხსენიებდა როგორც უკრაინის და რუსეთის ომს, ამბობდა, რომ ეს იყოს საქართველოს და რუსეთის ომი და მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის ხაზი გადიოდა უკრაინის გამარჯვებაზე. ამბობდა, რომ ამ გამარჯვებით ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად გამარჯვებული ჩავალთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიო. ეს იყო მისი მამოძრავებელი ძალა ,“- განაცხადა დაღუპული ჯარისკაცის ახლობელმა ირაკლი ფიფიამ.
ქართველ მებრძოლს 19 ივლისს ფოთში საბრძოლო პატივით დაკრძალავენ. უკრაინაში ომს დღემდე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.