,,უფალმა მოგვცეს ძალა, ისე ვიცხოვროთ, რომ შეძლებისდაგვარად ვანათებდეთ ჩვენი სულებით" - მეუფე შიო

თანამოსაყდრე

მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ ღვთისმსახურება ჩაატარა.

ტაძარში ასევე აკურთხეს ხილი.

მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვა და ლოცვა-კურთხევა გადასცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ჩვენც ისე ვიცხოვროთ ამ წუთისოფლის წყვდიადში, რომ შეძლებისდაგვარად ვანათებდეთ ჩვენი სულებით, ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებული, ხოლო გარდაცვალების შემდეგ როგორც ამბობს უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, "ვბრწყინავდეთ, როგორც მზე ჩვენი ზეციური მამის სასუფეველში", რაშიც შეგვეწიოს ძვირფასებო დებო და ძმებო, თაბორის მთაზე შუქით გაბრწყინებული უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ - აღნიშნა მეუფე შიომ.