1740399858
უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გიორგიწმინდას (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ნათაძის, ტრაქტორის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, თამაზ ხვიტია, გაგრის, აფხაზეთის, ილორის და იოსებ ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.