ჩვენ ვეთანხმებით საომარი მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას - პუტინი
1741882929
მახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად 40 წლამდე ქალი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი იმ დროს დაეჯახა, როცა ლიანდაგებზე გადადიოდა.
გარდაცვლილი ნანო ცხადაიაა. ის წარმოშობით სენაკიდან იყო და თბილისში ცხოვრობდა. გარდაცვლილს 3 შვილი დარჩა. ნანო ცხადაიას შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს „სფერო ჰოლდინგი“.
„ სფერო ჰოლდინგი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ნანო ცხადაიას ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ნანო წლების განმავლობაში ჩვენი დიდი ოჯახის წევრი იყო, რომელიც “იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების” გუნდთან ერთად ათასობით დაზარალებულს უანგაროდ ეხმარებოდა” მისი დაკარგვა ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა…“
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.