„ახალ წელს არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი...“ - ექიმი
1767082924
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობირად გამოიყვანა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი.
„მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ჭირს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ბრიგადები, მეორე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას.
უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში. დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს ეხმარებიან აღდგენით სამუშაოებში.
აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.