პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოუწევს თუ არა ანა წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტა - დღის ბოლოს პარლამენტში მოშიმშილეები ექიმმა შეამოწმა.
ლალი ჯავაშვილის შეფასებით, მამაკაცების მდგომარეობა 7-დღიანი შიმშილობის გათვალისწინებით, ადეკვატურია.
რაც შეეხება ანა წითლიძეს, ექიმი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ვითარება უფრო რთულადაა. დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში მედიკოსები წითლიძისგან შიმშილობის შეწყვეტას მოითხოვენ.
„ორივე მამაკაცი ჯერჯერობით არის ადეკვატურად, ზუსტად ისე, როგორც უნდა იყვნენ შიმშილობის მე-7 დღეს. რაც შეეხება ქალბატონ ანის, აქ ვითარება ბევრად უფრო რთულად არის და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს 2 დღეში დინამიკის მონაცემების საფუძველზე მაღალი ალბათობით, კატეგორიულად მოვითხოვ მისი შიმშილობის შეწყვეტას,“ - აცხადებს ექიმი ლალი ჯავაშვილი.