1728312638
უახლესი ინფორმაცია, რომელიც 8 წლის დათის მდგომარეობის შესახებ ისრაელიდან ვრცელდება
8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელის კლინიკაში იმყოფება. სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში “დათისთვის” მოზარდის მდგომარეობაზე მორიგი ინფორმაცია ვრცელდება.
„დათის გულშემატკივრებო, მოგახსენებთ ბავშვის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:
დათის ყოველდღე, დილას და საღამოს, ღია ჭრილობები უმუშავდება ნარკოზის ქვეშ, რადგან გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ინფექციის გავრცელება ნაწილობრივ შეჩერდა, თუმცა სანამ პროცესი სრულად არ შეჩერდება, მკურნალობის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავლენ.
ტრაქეოსტომის გამო დათის ამ ეტაპზე არ შეუძლია საუბარი. როდესაც ბავშვი ფხიზლობს და რაიმე სჭირდება სპეციალური ზარის მეშვეობით აგებინებს მშობლებს.
საბედნიეროდ, წამლებზე დამოკიდებულება დათიმ უკვე გადალახა. საკვების მიღება ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა ძირითადად მიეწოდება ზონდით.
თქვენი დაუღალავი თანადგომითა და დათის სასწაულებრივი ბრძოლის შედეგად, ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ რეკვიზიტზე:
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა#დათისთვის