„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
ოჯახის წევრები საქართველოს მოქალაქეს გიორგი ჯიქიას ეძებენ. მის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში ვრცელდება.
როგორც დაკარგულის მეუღლე განცხადებაში აღნიშნავს, გიორგი პოლონეთში 7 დღის წინ უნდა გაფრენილიყო, თუმცა მისი კვალი იკარგება.
„ვეძებ მეუღლეს, გიორგი ჯიქიას, 19 მაისს ქუთაისის აეროპორტიდან გაფრინდა ვარშავა - შოპენის მიმართულებით. დღეს უკვე მე-7 დღეა და არ გამოსულა კავშირზე. პოლონეთის საკონსულო გვეუბნება, რომ ამ სახელი და გვარის პიროვნება პოლონეთის არც ერთ უწყებაში არ არის დაკავებული. არ არის სადეპორტო განყოფილებაში, არც სასაზღვრო პოლიციაში . გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გავაკეთეთ განაცხადი. უაღრესად გთხოვთ დამეხმაროთ ამ პიროვნების მოძებნაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.