ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სვანეთში მოთხილამურე ინფლუენსერებს მასპინძლობს

ტურიზმი

კურორტ თეთნულდზე  „ფრირაიდის კვირეულის“ ფარგლებში მსოფლიო ტური 16-19 მარტს იმართება. სვანეთი  საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს მასპინძლობს, სადაც საქართველოსთან ერთად 15 ქვეყნის 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. „ფრირაიდის კვირეულის“ პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიიდან პოპულარული სამთო სპორტული გამოცემის ჟურნალისტს და მოთხილამურე ინფლუენსერებს მასპინძლობს.  პრეს-ტურის მონაწილეები სვანეთის სამთო კურორტებისა და „ფრირაიდის კვირეულის“ შესახებ სტატიებს, პოსტებსა და ვიდეო რგოლებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და ტურისტული ნაკადების გაზრდას.

„ფრირაიდის კვირეული“ სვანეთში მეორედ ტარდება. შეჯიბრის  მხარდამჭერები არიან: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მთის ტრასების სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი,სვანეთის DMO, ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია პროექტ GRETA-ს ფარგლებში, და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. Freeride World Tour-ის ორგანიზატორია ქართული კომპანია White Rabbit.

რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე და დაიკავე შენი ადგილი Georgian Freeride Series-ს რიგებში.

16-17 მარტი:

https://bit.ly/Freerideregister16 

18-19 მარტი:

https://bit.ly/Freerideregister18 

შეჯიბრის პარალელურად სვანეთში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, გასტრონომიული და გასართობი პროგრამა.