მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1732303587
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „Cavea სითი მოლის“ ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვებისთვის, „ფანტასტიკური ცხოველების“ მესამე ნაწილის უფასო კინო-ჩვენება გაიმართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფანტასტიკური ცხოველების“ მესამე ნაწილის კინოჩვენებას 100-მდე უკრაინელი ბავშვი მშობლებთან ერთად დაესწრო. სტუმრებს „Cavea სითი მოლის“ წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
„კავეა სითი მოლისა“ და ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართა კიდევ ერთი გასართობი საღამო უკრაინელი ბავშვებისთვის. კერძო სექტორის დიდი მხარდაჭერით ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავახალისოთ ისინი და ხელი შევუწყოთ მათ საქართველოში ყოფნის პერიოდში. დღევანდელი საღამოსთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „კავეა სითი მოლის“ თანამშრომლებს“, - აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი.
„ჩვენ უკრაინელი ტურისტები ვართ რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ომის დაწყების დროს საქართველოში ვიმყოფებოდით, ჩვენ მადლობა გვიდა მოგიხადოთ იმისთვის რომ ასე ართობთ ჩვენს ბავშვებს, გვეპატიჟებით სხვადასხვა ღონისძიებებზე, ჩვენ ვიმყოფებოდით თეატრში მთაწმინდის პარკში სადაც ყველა ატრაქციონი იყო ბავშვებისთვის , და ახლა დაგვპატიჟეს ჰარი პოტერის პრეზენტაციაზე საჩუქრებით და ლამაზი დეკორაციებით. დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის“, - განაცხადა უკრაინელმა ტურისტმა ტატიანა ტურინამ.
„ჩვენ უკრაინიდან ვართ, უკვე თვეზე მეტია აქ ვიმყოფებით, ჩვენი ბავშვებისთვის მუდმივად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, რითაც ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან და ახლაც ვიმყოფებით ფილმის პრეზენტაციაზე“, - აღნიშნა უკრაინელი ტურისტმა ირინა უჩინკა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში 1-23 თებერვლის ჩათვლით ჩამოვიდნენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებლისთვის საჭირო სათანადო პირობებით.
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840