სროლა ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1784733143
ემოციური ამბავი აფთიაქიდან, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა:
აფთიაქში, ვიდრე კონსულტანტი ჩემს წამლებს აგროვებდა, გვერდით ფანჯარასთან მამაკაცი მოვიდა, ქუდი მოიხადა და რაღაც წამალი ითხოვა 5 ფირფიტა.- სულ ხუთი გვაქვს, ახლავე მოგართმევთო, უთხრა კონსულტანტმა.-აა, თუ ხუთი გაქვთ, მაშინ სამი მომეცით, იქნებ დღეს სხვასაც დასჭირდეს, მე მერე შევიძენ...უცებ გული ამომიდუღდა, გავთბი, როგორ ვიგრძენი რომ მარტო არა ვარ... ერთი, რაც მოვახერხე, ტელეფონი გავაჩხაკუნე( ბოდიშს ვუხდი, რომ უნებართვოდ გადავიღე) მისი არც გვარი ვიცი და არც სახელი, მაგრამ ვიცი, სადღაც აქვე უნდა ცხოვრობდეს, ჩემთან ახლოს და მას ჰქვია ადამიანი!!! რა ვიცი, რა მატირებს...გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს! - წერს ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.
სროლა ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1784733143
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1784739118
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1784740251