„თუ შიმშილის გრძნობამ ისე შეგაწუხათ, რომ ვერ იძინებთ, მაშინ…“ – დიეტოლოგი, ნატა გაგუა გვირჩევს

ნატა გაგუა

თუ შიმშილის გრძნობა ძლიერია რომელი საკვების მიღება სჯობს ღამით? – ამ კითხვაზე დიეტოლოგმა, ნუტრიციოლოგმა, ნატა გაგუამ გამომწერებს უპასუხა.

„ღამით საერთოდ არ არის საკვების მიღება სასურველი, განსაკუთრებით დაძინებამდე 2 საათით ადრე. თუმცა თუ შიმშილის გრძნობამ ისე შეგაწუხათ, რომ ვერ იძინებთ, მაშინ უნდა მოხარშოთ რამდენიმე კვერცხი და მიირთვათ მხოლოდ ცილები, თუ ამანაც არ დაგანაყრათ, მწვანე ფერის ბოსტნეული დაამატეთ. ამ ყველაფრისთვის თუ დრო არ გყოფნით, მაშინ ჩაის კოვზით ქოქოსის კარაქი, ან ჩვეულებრივი კარაქი პირში ჩადნობით მიიღეთ. თუ მადა დაითრგუნა, ე.ი. თქვენ მართლა გშიოდათ. თუ არადა, მხოლოდ ემოციის და შფოთვის ფონზე გინდათ რაღაც მიირთვათ. ასეთ დროს გირჩევთ, რომ ეს როგორმე გადალახოთ და მართოთ მადა იმისთვის, რომ არ მიეჩვიოთ ღამის კვებას“ – ამბობს დიეტოლოგი.