„განვლილმა მუნდიალმა უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა", - Athletic-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე
1786871805
„გიდმედის" უროლოგი, მინდია ბაბალაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს.
„თუ შარდში ერთხელ მაინც შეამჩნიეთ სისხლი, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ. შარდში სისხლის გამოჩენის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს – თირკმლის კენჭები, შარდსაწვეთის კენჭები, შარდის ბუშტის კენჭები, საშარდე გზების ინფექციები, აგრეთვე ონკოლოგიური დაავადებები. განსაკუთრებით საყურადღებოა უსიმპტომო ჰემატურია, ანუ ჩივილების გარეშე შარდში სისხლის აღმოჩენა. ნუ მიმართავთ თვითნებურ მკურნალობას ან ნუ დაელოდებით, რომ თავისით გაივლის, მიმართეთ აუცილებლად უროლოგს...“ – ამბობს ექიმი.