„დღეს ბათუმმა ყველაზე ლამაზი გოგო დაკრძალა...“ - ლიზი მოისწრაფიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს
1786825142
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა თითქოს დაეხმარებოდა საქართველოში ყოფნის ნებართვის მოპოვებასა და საქართველოს ტერიტორიის უპრობლემოდ დატოვებაში, სხვა ქვეყანაში გადასვლასა და უკან დაბრუნების საკითხში, რის სანაცვლოდ მოსთხოვა 4000 აშშ დოლარი და წინასწარ გამოართვა 1000 აშშ დოლარი.
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.