ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
„თუ ჯვარცმას არ გაივლი, აღდგომის სიხარული არ დაგიდგება,“ – ასე მიმართა მრევლს ქადაგებისას თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ადამიანი მიწიერ ტკივილებს არ უნდა გაექცეს. „ქრისტიანობა საკუთარი თავის უარყოფაა, რაც ქრისტემ გააკეთა, რაც ქრისტემ შეძლო… თუ ჯვარცმას არ გაივლი, თუ გოლგოთას არ გაივლი, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არ იქნება არასოდეს.
ჯვარცმის გარეშე აღდგომა არ არსებობს. ამიტომ ნუ გაურბიხართ ამ მიწიერ ტკივილებს, ამქვეყნიურ სატანჯველს ნუ გაექცევით, ღვთის წყალობით მიიღეთ ეს ტკივილები და შეუდექით ქრისტეს, სხვანაირად ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. ღმერთმა შეგაძლებინოთ ყველას, რომ ეს დღე იყოს თქვენი ცხოვრების შეცვლის დღე…“ – აღნიშნა მამა შალვამ.