ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ახალ წლამდე მოულოდნელი ფინანსური სიურპრიზი ელოდება
1766323068
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, FDA-მ პირველი მოწყობილობა დაამტკიცა, რომლითაც დეპრესიის მკურნალობა სახლშივე იქნება შესაძლებელი. აპარატი ტვინის სტიმულირებით მუშაობს. პაციენტმა იგი ყურსასმენების მსგავსად უნდა გაიკეთოს. ის ელექტროდენს ტვინის იმ რეგიონს აწვდის, რომელიც გუნება-განწყობილების აშლილობებთან და დეპრესიასთან არის კავშირში. მოწყობილობის დამტკიცებაზე დიდი გავლენა 2024 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებმა იქონია. მასში მონაწილეობას 170-ზე მეტი ადამიანი იღებდა. ათი კვირის განმავლობაში ისინი აპარატს 30-წუთიან სესიებად იყენებდნენ. შედეგად, დეპრესის სიმპტომები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. FDA-ის განცხადებით. მოწყობილობის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით იქნება შესაძლებელი.