ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ახალ წლამდე მოულოდნელი ფინანსური სიურპრიზი ელოდება
1766323068
ორმაგი სტანდარტი და მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ - თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა, კაია კალასის აღიარება, რომელიც ადასტურებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს ცილს სწამებდა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლისა და ესტონეთის ყოფილი პრემიერის მხრიდან, კონსერვატორების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების საჯაროდ უარყოფის შემდეგ, თბილისში ამბობენ, რომ კალასი ერთ-ერთია იმ ევრობიუროკრატებს შორის, ვინც საქართველოს მიზანმიმართულად, ქვეყნის დასაზიანებლად ესხმის თავს.
"ქართულ ოცნებაში" ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კალასს არ აქვს მორალური უფლება სხვა სახელმწიფოს მიუთითოს.
"როგორც ირკვევა, კაია კალასმა თავისი შიდა პოლიტიკური წარმატებებისთვის გამოიყენა ცილისწამება, ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა როგორც ჩანს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ასევე როგორც ჩანს, იგი ამავე პრაქტიკას და პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს ბრიუსელში და ამიტომაც აღარ არის გასაკვირი, რომ ერთ დროს პატივსაცემი ევროკავშირის თუ ბრიუსელის დიპლომატიაში, დღეს, ამ ყოველდღიურობაში ჩვენ აქტიურად ვხვდებით ცილისწამებასაც, ორმაგ სტანდარტებს, კორუფციას, გაუმჭვირვალობას, თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და ა.შ. ამიტომ, დაე საზოგადოებამ განსაჯოს, მორალური, პოლიტიკური თუ სხვა თვალსაზრისით რამდენად აქვს კაია კალასს, მაგრამ ზოგადად ბრიუსელის ბიუროკრატიას იმის უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებს ასწავლოს ჭკუა, მით უმეტეს, რომ საკუთარი სისტემა ძალიან შორს არის მაღალი სტანდარტებისგან, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ კულტურას, გამჭვირვალობას", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.