თუ ამ 6 კითხვაზე შენი პასუხია „დიახ“, მაშინ იმაზე წარმატებული ხარ, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდი - ექსპერტი

ბედნიერება

ლიდერობის ექსპერტი თვლის, რომ წარმატების განბლოკვა იწყება იმის აღიარებით, თუ რამდენად წარმატებული ხართ უკვე. მისი თქმით, წარმატება არ არის მხოლოდ ის, თუ რამდენ ფულს გამოიმუშავებთ ან რა პოზიციას გაქვთ უკვე მიღწეული. 

ექსპერტმა გააზიარა ექვსი შეკითხვა. თუ მათზე შენი პასუხია „დიახ“, მაშინ იმაზე წარმატებული ხარ, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდი.

ცხოვრობ შენი ღირებულებებით?

„პატარა საქმეები, რომლებსაც ყოველდღე აკეთებთ, არის მაგალითი იმისა, თუ ვინ ხართ. მცირე შთაბეჭდილებები, რომლებსაც თქვენ ტოვებთ, ტოვებს დიდ, ხანგრძლივ შთაბეჭდილებას. 

ექსპერტის თქმით, შენი ღირებულებებით ცხოვრება ნიშნავს, რომ ხარ ორიენტირებული და მოწესრიგებული და ამ თვისებებით აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.

შენს ცხოვრებაზე მუშაობ?

ექსპერტი ამბობს, რომ ყველა ადამიანმა უნდა იმუშაოს საკუთარ ცხოვრებაზე, მაგრამ ხანდახან ჩვენ ვვარდებით ჩვევებში, სისტემებში და პროცესებში, რომლებიც აღარავის ემსახურება.

აფასებ იმას რაც უკვე გაქვს?

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბედნიერება და წარმატება ასევე დამოკიდებულია იმაზე, რაც უკვე გაქვთ.

”მე პირადი გამოცდილებიდან ვიცი და ვფიქრობ,  რომ ძალიან ადვილია ჩაეჭიდო იმ განცდას, რომ რაც გაქვს არასდროს იქნება საკმარისი, რომ მუდამ რაღაც მეტი გინდა, ყოველთვის ეძებ შემდეგ საფეხურს“, - აღნიშნა ექსპერტმა. 

თქვენი აზროვნება ორიენტირებულია განვითარებაზე?

ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თქვენ დაუშვებთ შეცდომებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ მთავარი კითხვაა, როგორ რეაგირებთ მათზე.

აკეთებთ თქვენს საქმეს ისე, რომ მზად იყოთ შესაძლებლობებისთვის, როდესაც ისინი გაჩნდება?
ექსპერტის აზრით, ნამდვილი წარმატება მოითხოვს, რომ გიყვარდეს გაუმჯობესებისა და მიღწევების პროცესი. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს რთული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მონოტონურად, უინტერესოა ან შორს არის იმისგან, რისი მიღწევაც ნამდვილად გსურთ.

ცდილობთ თქვენი მიზნების მიღწევას და არა სხვისას?

„ჩემმა მეგობარმა ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ ის თავს წარუმატებლად გრძნობდა, რადგან ვერ მიაღწია დაწინაურებას, მაგრამ როდესაც მე ვაიძულე განემარტა, თუ რას ნიშნავდა მისთვის წარმატება, აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ იყო დაწინაურება“,-  თქვა ექსპერტმა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი ნამდვილად განსაზღვრავს რას ნიშნავს მისთვის წარმატება, მხოლოდ მაშინ შეძლებს გაიგოს რამდენად წარმატებულია ის უკვე.