„თუ 40 წელს გადასცდით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველ 6 თვეში ჩაიტაროთ ეს კვლევები“ - არუნ ხათრი საზოგადოებას აფრთხილებს

არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

„თუ 40 წელს გადასცდით, ნუ დაელოდებით სიმპტომებს, რომ ჯანმრთელობა შეამოწმოთ. ბევრი პრობლემა, როგორიცაა დიაბეტი, ცხიმოვანი ღვიძლი, გულის დაავადებები, ვიტამინების დეფიციტი და ჰორმონალური დისბალანსი, წლების განმავლობაში ჩუმად ვითარდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყოველ 6 თვეში ჩაიტაროთ რამდენიმე აუცილებელი კვლევა:

სისხლში შაქარი (გლიკოზირებული გემაგლობენი)

ლიპიდური პროფილი (ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები)

ღვიძლის ფუნქციის ტესტი (LFT)

თირკმლის ფუნქციის ტესტი (KFT)

ვიტამინი D და B12

ფარისებრი ჯირკვლის პროფილი (TSH, T3, T4)

სისხლის საერთო ანალიზი (CBC)

შარდმჟავა

CRP (ანთების მაჩვენებელი)

არტერიული წნევის კონტროლი

წელის გარშემოწერილობის და წონის კონტროლი

მამაკაცებისთვის: საჭიროების შემთხვევაში პროსტატის შემოწმება.

ქალებისთვის: ჰორმონების შემოწმება, ძუძუს სკრინინგი და ძვლების ჯანმრთელობის შეფასება.

ჯანმრთელობა ყველაზე დიდი სიმდიდრეა. რაც უფრო ადრე გაიგებთ პრობლემას, მით უფრო მარტივი იქნება მისი გამოსწორება. თქვენი სხეული ჯერ ჩურჩულებს, სანამ იყვირებს მოუსმინეთ დროულად“, - წერს არუნ ხათრი.