მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოყენება იკრძალება

„ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე დრონებით იერიში მიიტანა

დანიის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში დანიის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება იკრძალება.

დანიის ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ეს დაკავშირებულია კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტთან და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრასთან.

როგორც დანიის ტრანსპორტის მინისტრმა, ტომას დანიელსონმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის და იუსტიციის მინისტრებთან შეთანხმებით და ბოლო პერიოდში დანიის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონების გამოჩენის გამო მიიღო.

აკრძალვა 29 სექტემბრიდან შევა ძალაში და 3 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. დანიის კანონმდებლობით, ნებისმიერი, ვინც ამ შეზღუდვას დაარღვევს, დაჯარიმდება ან ორი წლით პატიმრობაში მოხვდება.