მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ მოლდოვის საარჩევნო ინფრასტრუქტურა კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც რამდენიმე ათასი მოლდოვური ვებსაიტი გაითიშა.
რეჩანის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საზღვარგარეთ მდებარე რამდენიმე უბანზე „კიბერთავდასხმის მცდელობა“ დაფიქსირდა.
„ყველა თავდასხმა აღმოაჩინეს და გავანეიტრალეთ რეალურ დროში, საარჩევნო პროცესზე გავლენის გარეშე“, – აღნიშნა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ხუთი პარტია, ოთხი კოალიცია და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. ისინი 101-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის, ანუ 51 ადგილის მოპოვებას შეეცდებიან. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ძირითადი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას შორის იქნება – მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპულ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიასა“ და ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით მოქმედ პრორუსულ „პატრიოტულ ბლოკს“ შორის.