წვიმა, ღრუბლიანი დღეები და ტემპერატურის ცვლილება - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

წვიმიანი ამინდი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი შეიცვლება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 15 ოქტომბერს თბილისში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, მომდევნო დღეებში კი ტემპერატურა თავდაპირველად მოიმატებს, შემდეგ კი დაიკლებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეების მიხედვით:

16 ოქტომბერი, ტემპერატურა მოიმატებს და დღისით დაახლოებით +27 გრადუსს მიაღწევს.

17 ოქტომბერი,  კვლავ შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +28 გრადუსამდე მოიმატებს.

18 ოქტომბერი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება.

19 ოქტომბერი,  ტემპერატურა დაიკლებს და დღისით დაახლოებით +24 გრადუსი იქნება.

20 ოქტომბერი,  შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება.

21 ოქტომბერი, დღისით ტემპერატურა დაახლოებით +21 გრადუსს მიაღწევს.

✕