წვიმა, ელჭექი და სეტყვა - უახლოესი 3 დღის პროგნოზი

წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 სექტემბერს - კვირას დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია  დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +29, +34°; მთაში +26, +31°; მაღალ მთაში +22, +27°.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +24, +29°; მთაში +23, +28°; მაღალმთაში +15, +20°, ზოგან +24°-მდე.

9 სექტემბერს ორშაბათს შესაძლებელია წვიმის გაძლიერება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +28, +33°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +24, +29°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, ღამით მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°,  ზოგან +31°-მდე;  მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით  +14, +19°, ზოგან +27°-მდე.

10 სექტემბერს სამშაბათს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +31, +36°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +29, +34°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +26, +31°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით  მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი  და სეტყვა.  აღმოსავლეთის  ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +22, +27°, ზოგან +31°-მდე;  მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით  +14, +19°, ზოგან +26°-მდე.

თბილისში 8 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჰაერი +28°-მდე გათბება. ორშაბათს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და +30° ტემპერატურა. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება 10 სექტემბერს ღამით, დღე კი უმეტესად მოღრუბლულ ამინდს და +32° ტემპერატურას ელოდებიან.