წვეულებები, ცნობილი სტუმრები და ძვირადღირებული კოსმეტიკის კომპანია - ვინ არის დავით კეზერაშვილის ცოლი

კეზერაშვილი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ბოლო რამდენიმე დღეა ადგილობრივი თუ უცხოური მედიის განხილვის საგანი გახდა. 

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება კეზერაშვილს თაღლითობის გლობალურ ქსელთან აკავშირებს. 

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ 12 აპრილს სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით „მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალდაკვალ“, სადაც დეტალურადაა აღწერილი გლობალური თაღლითური სავაჭრო ქსელის ერთწლიანი გამოძიების შედეგები. გამოძიებამ, სავარაუდოდ, თაღლითური სქემის უკან მდგომი რამდენიმე პირიც დაასახელა, მათ შორის, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილიცაა. 

საზოგადოება ნაკლებად იცნობს, კეზერაშვილს ცოლს სოფო ჩიქოვანს. თუმცა, მის ქონებას და ცხოვრებას აქტიურად განიხილავს უცხოური მედია. 

სოფო ჩიქოვანი ძვირადღირებული კოსმეტიკური ბრენდის code8-ის დამფუძნებელია. მისი სატაო ოფისი ლონდონშია, თუმცა ჩიქოვანი ხშირად მართავს წვეულებებს აშშ-ში. 

გამოცემა, Dailymail-მ ჩიქოვანის წვეულების ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც სტუმრებს შორის არიან მოდელი ემილი რატაკოვსკი, მოდის აიქონი ინგლისელი ტელეწამყვანი, მოდელი და ბრიტანული Vogue-ის დამხმარე რედაქტორი ალექსა ჩანგი და დიზაინერი კრისტიან სირიანო. 

ნახეთ ფოტოები ⇓