თბილისში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია
1769942770
„ხალხური მკურნალობა ერთ დროს ეფექტური და საჭირო იყო, თანამედროვე სამყაროში მას უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სისხლძარღვთა ქირურგი, ლაშა სუხაშვილი წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„ ხალხური მკურნალობა ერთ დროს ეფექტური და საჭირო იყო.
თანამედროვე სამყაროში მას უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი.
ამის კარგი მაგალითია წურბელებით მკურნალობა:
ბუნებრივი ყოველთვის არ ნიშნავს სასარგებლოს. ფრაზა - „მე გავიკეთე და მიშველა” არ არის სამეცნიერო მტკიცებულება. ხშირად ეს არის: • პლაცებოს ეფექტი • დროებითი შვება • მდგომარეობის ბუნებრივი გაუმჯობესება.
ხალხი მარტივად შედის შეცდომაში რაც არც ისე გასაკვირია, ინტერნეტი სავსეა გადაჭარბებული დაპირებებით: როგორიცაა წურბელები „იწოვს ტოქსინებს“, ან „ასუფთავებს სისხლს“.
წურბელის ნერწყვში არის ბაქტერია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს:
• მძიმე ინფექციები
• სეფსისი
• კანის ნეკროზი
ასევე ხშირია: • სისხლდენა ან • ალერგიული რეაქციები სამედიცინო მითების დარღვევა ხალხის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
მოგიწოდებთ სამკურნალოდ აირჩიოთ მხოლოდ ის მეთოდი რომელსაც მტკიცების მაღალი ხარისხი აქვს",- წერს ლაშა სუხაშვილი.