ცუდის ნიშანია თუ არა ჯვრის „გაწყვეტა“ - მოძღვრის პასუხი

ჯვარი

მრევლის კითხვაზე, არის თუ არა ჯვრის გაწყვეტა ცუდის ნიშანი, მამა ანდრია სარია განმარტავს, რომ ეს თავისთავად რაიმე უარყოფითის მანიშნებელი არ არის. სასულიერო პირის თქმით, ჯვრის დაზიანება შესაძლოა ყუნწის სისუსტემ ან მასალის დაზიანებამ გამოიწვიოს.

„ჯვრის გაწყვეტა, თავისთავად, ცუდს არ ნიშნავს. შეიძლება, სუსტი ყუნწი ჰქონდა, ან მატერია დაზიანდა, არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც, ცუდის ნიშანია. თუ ჯვარი დაზიანდა, გამოცვალეთ, დამარხეთ, ეკლესიაში მიიტანეთ და იქ მოუვლიან,“ - განმარტა მამა ანდრიამ.