1727955308
ცნობილია, ვინ არის რუსეთში მოკლული ქართველი მზარეული
მოსკოვში 50 წლის ქართველი მზარეული, რომელიც მოკლეს, ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგანადაა. მოკლული სოსო ბერაიაა.
ის რესტორან „თბილისოს" მზარეული იყო.
კაცი 36 წლის ტაჯიკმა ქალმა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა, რომელიც ამავე რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. ქალი პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს.
რუსულ ტელეგრამის გვერდებზე დაპირისპირების ამსახველი ვიდეო კადრებიც ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირება სამზარეულოში დაიწყო, სადაც კაცი დანით შეიარაღებული ქალის გაკავებას ცდილობდა, თუმცა საპასუხოდ რამდენიმე ჭრილობა მიიღო მუცლისა და მკერდის არეში. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევას კიდევ ორი თანამშრომელი შეესწრო.
შელაპარაკება მზარეულის ხუმრობას მოჰყვა.