ცნობილია თარიღი, როდის აღდგება თბილისში სრულად წყალმომარაგება

wyali

თბილისის წყალმომარაგება სრულად სამშაბათს, 25 ივნისს აღდგება.

“ჯივიპის“ ინფორმაციით, წიწამურთან აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

შეგახსენებთ მაგისტრალური მილსადენი ოთხი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილს წყალი ამ დრომდე გრაფიკით მიეწოდება. აღდგენით სამუშაოებს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. მილსადენის დაზიანების ფაქტზე კი დაწყებულია გამოძიება.