საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784842356
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.
,,ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა თბილისში: დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს. ასევე ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს.
პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას", - აცხადებენ ელექტროსისტემაში.