ცნობილია, რა კრიტერიუმებით გადაეცმა 130-ზე მეტ დევნილ ოჯახის ბინები

ბინა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით,  დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს ის ოჯახები დაექვემდებარებიან, რომლებსაც 1,5 ან მეტი ქულა მიენიჭათ.

„მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ და 130-ზე მეტი დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.