რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
ხაშურის რკინიგზის მემანქანე სარკინიგზო ტრანსპორტიდან ე.წ ДГК-დან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მემანქანე გაჩერებული ტრანსპორტიდან გადმოვარდა, თავი დაარტყა ლიანდაგს და ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მამაკაცის, ზვიად დევაძის შესახებ რკინიგზა სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
"გაცნობებთ, რომ 27 მარტს აღნიშნული პირი თანაშემწესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, იმყოფებოდა ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს ტერიტორიაზე.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას - ბორჯომის რეგიონში დასაბრუნებლად, რა დროსაც იგი გახდა შეუძლოდ და დაკარგა გონება. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება, გამოიძახეს სამედიცინო პერსონალი და აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს. საქართველოს რკინიგზა თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.