როგორი ზამთარია მოსალოდნელი საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
1794254992
82 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რომან შაქარიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.
რომან შაქარიშვილი 1944 წლის 18 აპრილს თბილისში დაიბადა. 1968 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და პროფესიული საქმიანობა ნევროლოგიაში დაიწყო.
წლების განმავლობაში მუშაობდა ნევროლოგიის ინსტიტუტში, სადაც უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციებს იკავებდა, მოგვიანებით კი კლინიკური ნევროლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.