1744748868
ცნობილი მწერალი გარდაიცვალა

ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მწერალი პერუს დედაქალაქ ლიმაში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
იურისტი, ვარგასის ოჯახის მეგობარი, ენრიკე გერსი მწერლის უკანასკნელ დაბადების დღეს იხსენებს, რომელიც მან 28 მარტს აღნიშნა. „მან ის დღე მხიარულად გაატარა; მისი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში. მან ნამცხვარი ჭამა. იმ დღეს ჩვენ ვიმხიარულეთ და ვხუმრობდით, ვამბობდით, რომ მას კიდევ 89 წელი დარჩა. მან გრძელი, ნაყოფიერი და თავისუფალი ცხოვრება განვლო“, - აღნიშნა გერსიმ.
მარიო ვარგას ლიოსა 1936 წლის 28 მარტს ქალაქ არეკიპაში დაიბადა. მან განათლება ჯერ ლიმაში, ხოლო შემდეგ ესპანეთში მიიღო. ვარგასი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საფრანგეთშიც ცხოვრობდა. ვარგასმა პირველი რომანების წერა 1950-იან წლებში დაიწყო.
ვარგასის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი „საუბარი კათედრალში“. 2010 წელს ვარგასს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა. მაშინ მას „ღვთისგან ბოძებული ნიჭის მქონე მთხრობელი“ უწოდეს.