ნატო-ს სამხედრო შტაბის წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს

NATO

ნატო-ს სამხედრო შტაბის წარმომადგენელი ალექსუს გრინკევიჩი აცხადებს, რომ ალიანსი მჭიდროდ აკვირდება ირანსა და მის მიმდებარე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს.

„ევროპაში ნატო-ს უმაღლესი სარდლობის ამერიკელი გენერალი ალექსუს გრინკევიჩი განაგრძობს აქტიურ და რეგულარულ კონსულტაციებს ატლანტიკის ორივე მხარეს სამხედრო ლიდერებთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო მზადაა, შეცვალოს საკუთარი სამხედრო განლაგება 32 წევრი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ალიანსის დასაცავად ბალისტიკური რაკეტებისა თუ უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო საფრთხისგან.