„ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამის გადატანა ასე გამიჭირდებოდა...“ - მამუკა მდინარაძე მეგობარს ემშვიდობება

მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ტრაგიკულად გარდაცვლილ მეგობარს, ლაშა გოგიაშვილს ემშვიდობება.

„სანამ ცოცხალი ვარ, რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცოტათი მაინც დარჩე ჩვენთან...
ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამის გადატანა ასე გამიჭირდებოდა. მადლობა სამაგალითო ძმობისთვის!!!შეხვედრამდე…

ცნობისთვის, თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას გუშინ ემსხვერპლა.

შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა, არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა.

ლაშა გოგიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.