1695419158
ცხინვალში ხანძრისას დაშავებულები თბილისში გადმოიყვანეს

ცხინვალში, 10 იანვარს კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი ადამიანი, "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დახმარებით, თბილისში გადმოიყვანეს. ისინი კლინიკაში არიან მოთავსებული.
სააგენტო „რესის“ თანახმად, დაშავებული არიან დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. სხვადასხვა სახის დაზიანებებით ისინი თავდაპირველად ცხინვალის კლინიკაში მოათავეს, შემდეგ კი მკურნალობის მიზნით „რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაგზავნეს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ცხინვალში, დამწვარი სახლის ნანგრევებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.