წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
2020 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ერთ-ერთ ინტერვიუში, კარიერის დასრულების შემდგომ საქმიანობაზე ისაუბრა და თქვა, რომ შესაძლოა, საცხოვრებლად სოფელში გადავიდეს. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ინტერვიუდან.
ლაშა ბექაური: - „ალბათ, წავალ სოფელში და მშვიდად ვიცხოვრებ. დავწერ ლექსებს, ვიქნები წყნარად, დავტკბები ცხოვრებით. და საერთოდ, ყველას გისურვებთ − ისიამოვნეთ ცხოვრებით.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- მიყვარს ძმაკაცებთან ერთად ნადირობა, გასვლა. მაგრად გამომდის. მწყერზე, კურდღელზე ვნადირობთ ხოლმე, ძალიან კარგად ვისვრი. თევზაობაც მიყვარს, ოღონდ დიდხანს ვერ ვჩერდები. თუ მოდის, კარგი, თუ არადა… მთაში მიყვარს ხოლმე გასვლა. მამაოა მთაში − გიორგი წიკლაური, მასთან მივდივარ ხოლმე. ვკითხულობ ვაჟას, ჩოხელს… ვუსმენ ალუდა ქეთელაურს, ზურა ბენიანიძეს…