წარმატების 32 წელი - პირველი ივნისი "რუსთავი 2"-ის დაბადების დღეა

რუსთავი 2

პირველი ივნისი "რუსთავი 2"-ის დაბადების დღეა.

1994 წელი, პატარა სტუდია რუსთავში, რამდენიმე ახალგაზრდა ჟურნალისტისა და ენთუზიასტისთვის ეს უბრალოდ ახალი ტელევიზია იყო, თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ეს არხი ქართული მედიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახელად იქცეოდა.

ტელეკომპანია, რომელმაც მაუწყებლობა 1994 წელს დაიწყო, არაერთი პოლიტიკური ქარტეხილის, ცვლილების მოწმე და შემოქმედი გახდა.
ამ წლების განმავლობაში შეიცვალა ტექნოლოგიები, ფორმატები და მაყურებლის ჩვევები, თუმცა უცვლელი დარჩა ერთი რამ - ლიდერობა ქართულ სატელევიზიო სივრცეში.

სწორედ "რუსთავი 2"-ის ეთერში შეიქმნა არაერთი პროექტი, რომელიც ქართული ტელევიზიის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

32 წლის განმავლობაში არხმა არაერთი გამოწვევა, ცვლილება და სირთულე გამოიარა.
იყო მომენტები, როცა ტელეკომპანიის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა "რუსთავი 2" ქართულ მედიასივრცეში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდად რჩება.

1994 წლიდან დღემდე - ათასობით პირდაპირი ეთერი, ათიათასობით სიუჟეტი, ასობით პროექტი და მილიონობით მაყურებელი. 32 წელი ქართულ სატელევიზიო ისტორიაში და ისტორია, რომელიც კვლავ გრძელდება.