2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ.ჯვარის მეოთხე საჯარო სკოლაში ხანძარი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.
შემთხვევა სწავლის პროცესის დროს მოხდა, რის გამოც საჭირო გახდა მოსწავლეების შენობის გარეთ გაყვანა.
სკოლის დირექტორმა გერონტი გოგოხიამ "პრაიმტაიმს"განუცხადა,რომ ცეცხლი, სავარაუდოდ დენის მავთულებს გაუჩნდა და სამაშველო სამსახურიც დროულად მოვიდა.
„ყველა ოთახში, ელექტრო გამათბობელი გვქონდა ჩართული და ეტყობა ჩამრთველმა ვერ გაუძლო. გამოვიძახეთ სახანძრო,მოხდა დროული რეაგირება. ზარალი დიდი არ გვაქვს ‘’ - ამბობს სკოლის დირექტორი.
სკოლაში ძირითადად ელექტროგამათბობლებით და შეშის ფეჩით თბებიან. მისივე თქმით, პრევენციის მიზნით 20 მეტრი სიგრძის დენის გაყვანილობა უნდა გამოიცვალოს.