ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
დათა გუგავას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
როგორც ცნობილია, დათას 2 წლის წინ დედა გარდაეცვალა, ბიჭს ნერვიულობაზე ლეიკემია განუვითარდა. დათა შვეიცარიაში მკურნალობდა, მაგრამ ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ რეციდივი დადგა და გარდაიცვალა.
„მე ასეთი დათუჩა მინდოდა გვყოლოდა. მე ასეთ პრინციპულ დათუჩას ვიცნობდი. როგორ მინდოდა გაგემარჯვებინა, როგორ არ დაუფასე შენს დაიკოებს, მამიკოს და შენს ყველა კეთილის მსურველს. დათუჩა შენ წახვედი შენს ტკბილ დედიკოსთან, უფალს ჰყვარებია, ამ დღეს რომ არ მოესწრო. როგორ მინდოდა, გუშინ შენს დაიკოებს, რაიმე იმედი მოეწერათ, ცალ-ცალკე მივწერე და უიმედო პასუხებმა გული დამიღონა...
უფალს ვთხოვ, განისვენე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, მოგვიკითხე დედიკო დიდი სიყვარულით...
წელს ჩემს შვილებს ორივეს გარდაეცვალა კლასელები, ეს რამხელა ტრაგედიაა მათთვის. მოეფერეთ ერთმანეთს.
თანაგიგრძნობთ ჩემი შვილების მეგობრებო, მშობლებო და პედაგოგებო, ვილოცოთ მათთვის, ამინ“, - წერს გარდაცვლილი ბავშვის ახლობელი.